Press announcement
10/9/2019 10:55:00 PM დუბლთა ჰეთთრიქი!!!
48-ე სეზონის ოფიციალურ დახურვამდე მცირე ხნით ადრე, იტალიანიტას [teamid=1986483] ხელმძღვანელობამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც კლუბის დირექტორი ფანების წინაშე წარსდგა და მათ სიტყვით მიმართა:
- გასული სეზონი გამორჩეული და წარმატებული გამოდგა კლუბის ისტორიაში, გუნდმა გაიფორმა დუბლი, ანუ გამარჯვებას მიაღწია ორ მთავარ ტურნირში, გაიმარჯვა რა საქართველოს ეროვნულ თასზე და იმავდროულად გახდა ქვეყნის ჩემპიონიც, რაც ჩვენმა გუნდმა არსებობის მანძილზე მესამედ მოახერხა! დიახ მეგობრებო, [b]ეს ჰეთთრიქია![/b] [b]დუბლთა ჰეთთრიქი!!![/b] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კლუბმა ადრე თუ გვიან სრულყოფილი ჰეთთრიქიც გაიფორმოს! [b]მასტერსის ტიტულიც მოსაგებია მეგობრებო![/b]
აი, ასეთ მაჟორულ ნოტაზე დაასრულა გამოსვლა კლუბის მფლობელმა, რასაც აღტაცებული ფანები ოვაციებით შეხვდნენ, მაგრამ მათ შორის იყო ერთი სკეპტიკურად განწყობილი გულშემატკივარი ჟორა ბაბუც, რომელიც დირექტორის ბოლო ფრაზას ამ სიტყვებით შეხვდა: [b]მეტი არ არის ჩემი მტერი, თქვენ ეგ მოიგოთ... სა გაქვთ ბიძია მაგისი ბედი?![/b] :D